თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში მის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუმარტა, მას მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე „პროცესს შეაჩერებს“.
მისივე შეფასებით, საქმე უნდა შეწყდეს.
„პირველ რიგში, ქართველ გულშემატკივარს და ფეხბურთელებს მივულოცავ გუშინდელ გამარჯვებას.
რაც შეეხება პროცესს, ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე სამართლიანი იქნება და ამ პროცესს შეაჩერებს.
საქმე უნდა შეწყდეს, იმიტომ, რომ ვერანაირი მტკიცებულება პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში ვერ წარმოადგინა“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
