გიორგი ახობაძე – ძალიან მეიმედება რუსთაველის გამზირის ციხესიმაგრე – მოგიწოდებთ, გააძლიეროთ “ერთობის მარშები”

ჩვენს ბრძოლას და პროტესტს მთელი გულით ვგულშემატკივრობ – მოგიწოდებთ, რომ გააძლიეროთ ერთობის მარშები,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი, გიორგი ახობაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც მის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.
გარდა ამისა, ახობაძე ასახელებს კონკრეტულ ადამიანებს, მხარდამჭერებს და მათ მადლობას უხდის წერილებისთვის, რომელიც მისივე თქმით, დაბადების დღის მისალოცად ციხეში შეუგზავნეს.
“რაც შეეხება ჩვენს ბრძოლას და პროტესტს, მთელი გულით ვგულშემატკივრობ. ძალიან მეიმედება რუსთაველის გამზირის ციხესიმაგრე და “ერთობის მარშები”. თუ ოდნავ მაინც მაქვს უფლება, ვინმეს რამე მოვუწოდო, მოგიწოდებთ, რომ გააძლიეროთ “ერთობის” მარშები, გვერდში დაუდგეთ მაგ ხალხს.
ძალა ერთობაშია! ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე!”,- წერს ახობაძე წერილში.