მინდა პირდაპირ ვთქვა, ყველა ნივთი, დაწყებული საკანცელარიო ნივთებიდან, გაგრძელებული სტუდიური ტექნიკით, დასრულებული გენერატორებით, ფეიერვერკებით, ნატრი ქლორი, ყველა ნივთი, რაც ამ ოფისში ინახება, განკუთვნილია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მან ისაუბრა პარტია „დროას“ ოფისში ჩატარებულ ჩხრეკაზე და როგორც აღნიშნა, სამართალდამცველები ოფისში ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის დაცვის გარეშე შევიდნენ. ლემონჯავას თქმით, ჩხრეკას ესწრება მათი ორი თანამშრომელი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს „ლაივ რეჟიმში“ გადასცემენ სოციალური ქსელის მეშვეობით იმის თავიდან ასაცილებლად, რომ პოლიციამ პარტიის ოფისში „რამე არ ჩადოს“.
„მე მინდა ძალიან ცხადად, ღიად, პირდაპირ ვთქვა, რომ ყველა ნივთი, დაწყებული საკანცელარიო ნივთებიდან, გაგრძელებული სტუდიური ტექნიკით, დასრულებული გენერატორებით, ფეიერვერკებით, ნატრი ქლორი – ეს წყალი, რომელსაც ვიყენებთ რაც გაზით გვწამლავენ – ყველა ნივთი, რაც ამ ოფისში ინახება, განკუთვნილია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. დიახ, არაფერი ჩხრეკა ამას არ სჭირდება, პირდაპირ ვამბობ – ნებისმიერ ნივთს, რასაც ოფისში იპოვით, განკუთვნილია სამოქალაქო მშვიდობიანი წინააღმდეგობისთვის, ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ. არავითარი ჩხრეკა არ გჭირდებათ. ღია ეთერში გეუბნებით, რომ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას, რომ ამ ქვეყნის გარუსება არ დავუშვათ“. – განაცხადა გიგა ლემონჯავამ „მთავარ არხთან“.
