გიგა ბოკერია: ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია თავისი ფეხით მივიდა ციხეში, დამატებით ხაზს უსვამს, თუ როგორი სამარცხვინო სამართლებრივი აბსურდი იყო მისთვის გირაოს შეფარდება

სოციალურ ქსელში წერს:
ის ფაქტი, რომ თავისი ფეხით მივიდა ციხეში, დამატებით ხაზს უსვამს, თუ როგორი სამარცხვინო სამართლებრივი აბსურდი იყო მისთვის გირაოს შეფარდება – თითქოს მიმალვის რაიმე რისკი არსებობდა.
თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი არის ციხეში პოლიტიკური დევნის შედეგად.
ყველამ ვიცით, რატომ ზრდის პოლიტიკურ პატიმართა რიცხვს ივანიშვილის რეჟიმი – მას იმედი აქვს, რომ რეპრესიებით და პროპაგანდით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების ღალატისთვის იყენებს.
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: თამირლან მაჩალიკაშვილი დასაძინებლად ემზადებოდა. ძილის წინ ტელეფონს სქროლავდა რა დროსაც სპეცრაზმი შევარდა ოთახში და საწოლშივე ჩაცხრილა ბიჭი. ხელში იარაღი ეჭირაო. როცა საფრთხე გემუქრება, ასე უნდა იმოქმედოო

ომარ ფურცელაძე: გამოცდილება აჩვენებს, რომ პროპაგანდისტული მედიების კამპანიები ნიადაგის მომზადებაა შსს-ს მოქმედებისთვის. ლევან ჯობავას დევნა და შესაძლო ბრალი მართლმსაჯულების კარიკატურაა