გია ჯაფარიძე: საქართველოში მყარდება ერთპარტიული დიქტატურა

“ბრძოლა გრძელდება საქათველოს გათავისუფლებამდე” – ამის შესახებ გია ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

  • წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო  პოლიტიკოსის საქმეს  არსებითად  მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს და განაჩენსაც ის გამოაცხადებს.

დაკავებული პოლიტიკოსის ძმა პროცესის დაწყებამდე პირდაპირ ამბობს, რომ  ” დღეს საქართველოში მყარდება ერთპარტიული დიქტატურა”:

ვისაც აქვს წაკითხული ორუელის “1984” ან სოლჟენიცინის “არქიპელაგი გულაგი”… ვისაც აქვს წაკითხული წიგნები ავტორიტარულ რეჟიმებზე, ვინც იცის მსოფლიოს ისტორია, აბსოლუტურად ყველა ხვდება რა ხდება დღეს საქართველოში – მყარდება ერთპარტიული დიქტატურა, ეს არის ფარსი, თუმცა ფარსიც არ არის, ამის გაკეთებაც არ შეუძლიათ.

რასაკვირველია, ზურა არის აბსოლუტურად უდანაშაულო, რასაკვირველია, ბრძოლა გრძელდება ყველა პოლიტიკური პატიმრის და სინსისის პატიმრის გათავისუფლებამდე, რასაკვირველია, ბრძოლა გრძელდება საქათველოს გათავისუფლებამდე”- თქვა ჯაფარიძემ.