გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ბანანის ყუთებში საერთო ჯამში 95 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ბანანის ყუთებში საერთო ჯამში 95 კგ კოკაინი აღმოაჩინეს. მისი ფასი „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 7 მლნ ევროს შეადგენს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ბანანების პარტია, რომლის ყუთებში კოკაინი იდო, სამხრეთ აფრიკიდან ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, ხოლო შემდეგ გერმანიაში ჩავიდა. ის პოლიციამ და პროკურატურამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონის რამდენიმე ქალაქის სუპერმარკეტებში აღმოაჩინა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ეს პარტია მაღაზიებში შემთხვევით მოხვდა.

გერმანიაში ბანანის ყუთებში კოკაინს პირველად არ პოულობენ. მსგავსი შემთხვევა ქვემო საქსონიის რეგიონში 2015 წელს მოხდა.