გერმანიის კანცლერი ადასტურებს, რომ უარი თქვა უკრაინისთვის „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების მიცემაზე

26 თებერვალს წამყვანი გერმანული მედიის მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ ბერლინმა უარი თქვა უკრაინისათვის “ტაურუსის” ფრთოსანი რაკეტების მიცემაზე. შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ ამ იარაღის გადაცემა უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ იქნება. გერმანიის კანცლერს ძალიან გაუკვირდა, რომ ამ რაკეტების მიწოდების შესახებ კითხვა კვლავ დგება. “მე უკვე ავხსენი, რატომ არის ეს მიუღებელი-არაფერი იცვლება”, – თქვა მან.
შოლცის აზრით, ამ იარაღის მიწოდების შემთხვევაში ძალიან დიდი იქნებოდა გერმანიის ომში მონაწილეობის საშიშროება. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერს მიაჩნია, რომ ს ახლა “სრულიად განსხვავებული“ საბრძოლო მასალა სჭირდება.
კანცლერ ს მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ უკრაინელებმა ამ რაკეტებით შესაძლოა, სამიზნეებს შეუტიონ ს ტერიტორიაზე.
კი აცხადებს, რომ ამ ტიპის რაკეტები მას მხოლოდ ქვეყნის დასაცავად სჭირდება.
Taurus-ი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტაა. 17 იანვარს გერმანიის პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო უკრაინისთვის ამ რაკეტების გადაცემის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა.
· უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან მიიღო დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T. 2024 წელს გერმანია უკრაინას გაუწევს 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას.
· 23 იანვარს გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინას პირველად გადასცეს 6 სამხედრო ვერტმფრენი Sea King-ი. გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, ეს საიმედო ვერტმფრენი უკრაინელებს დაეხმარება ბევრ სფეროში – დაწყებული შავი ზღვის თავზე დაზვერვიდან და დასრულებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებით.