გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება – ოლაფ შოლცი

გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ს თქმით, გერმანია საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ.
„მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ.
ჩვენ ვიცით, რომ აგრძელებს თავის იმპერიალისტურ გეგმებს. ეს ეხება არა მარტო რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის და სწორედ ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავუსვათ ამას ხაზი.
ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას. გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით. ასევე ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიებს, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ჰყავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა.
დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის და მიხარია მომავალი თანამშრომლობა“, – აღნიშნა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა.
Next: გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციების გაზრდილ მონაწილეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მნიშვნელოვანია, სრული გამჭვირვალობა გვქონდეს, თუ ვინ და რა დგას მათ მიერ გამოთქმული პოლიტიკური პოზიციების უკან

1990-იანი წლებში გარედან მოწყობილი პირველი ეროვნული ხელისუფლების გადატრიალება 65 მილიონი მანეთი დაუჯდათ, ახლა მეხუთე კოლონას ოფიციალურად 50 მილიონი დოლარი გამოუყვეს მეორე ეროვნული ხელისუფლების გადასატრიალებლად

საერთაშორისო პოლიტიკაში, კულისებს მიღმა ყოველთვის არის ე.წ. ბაზარი გარიგებებზე, მეტწილად დამამცირებელზე. ბიძინა ივანიშვილი არ წავიდა ამ ბინძურ თამაშებში, სამაგიეროსაც უხდიან წარმავალი ფაშისტები