გერმანიაში, ბავარიაში აფთიაქების გაქურდვისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში, ბავარიაში აფთიაქების გაქურდვისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. შემთხვევა ქალაქ კამში მოხდა.
🔴 ივნისის დასაწყისში 20 და 30 წლის კაცებმა კამში მდებარე აფთიაქებიდან ძვირადღირებული კოსმეტიკა და ტანის მოვლის საშუალებები მოიპარეს. ზარალმა რამდენიმე ათასი შეადგინა.
🔴 როგორც გერმანული მედია წერს, ნივთების მოპარვის შემდეგ კაცებმა აფთიაქის დატოვებისას სალაროსთან მხოლოდ მცირე თანხა გადაიხადეს ქართული საკრედიტო ბარათიდან. მოპარული პროდუქტის დიდი ნაწილი კი ჩანთაში ჰქონდათ გადამალული. დანაშაულში ეჭვმიტანილები 17 ივნისს მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საკრედიტო ბარათი კვლავ გამოიყენეს ბენზინგასამართ სადგურზე.
📍 ვიდეოკამერების ჩანაწერებით პოლიციამ მათი გადაადგილების მარშრუტი გაარკვია და ორივე ეჭვმიტანილი დააკავა. ისინი ამჟამად ბავარიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც