გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დაბა თიანეთში ლაშარის, ცხრაკარას, ქუმსიაშვილის, 26 მაისის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ხაშურის, ჟებოტის, მარშალ გელოვანის, თეთრახევის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-დან 18:00 საათამდე – აბონენეტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ლიშო, სხლოვანი, ჭიაურა, ღორღა, ქუშხევი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 3 მარტს 03:00-დან 06:00 საათამდე დენის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ცამეტი ასურელი მამის, ნურადინ ფრიდონის და მიმდებარე ქუჩებზე, ზემოუბანში, ჩალიპირებში, დიდ დიღომში.
ამასთან, 4 მარტს 10:00-დან 11:30 საათამდე ძაბვა გაეთიშებათ აბონენტებს ზაჰესში ავჭალის, ენერგეტიკების, შალვა აფხაიძის, მშვიდობის, კასკადის, ანდრონიკაშვილის ქუჩებზე; 11:40-დან 13:30 საათამდე – აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, ანდრონიკაშვილის, სვიმონ შოთაძის, ავჭალის ქუჩებზე; 13:40-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს ზაჰესში ენერგეტიკების, შალვა აფხაიძის, მშვიდობის, შოთაძის ქუჩებზე; 15:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ზაჰესში ბესიკ ბელთაძის, აფხაიძის, მშვიდობის ქუჩებზე; ხოლო 17:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტს ზაჰესში მშვიდობის ქუჩაზე.
ასევე, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ბურღულები, წიწამურა, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, გრემისხევი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე დენი შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მრაიონის სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ილტოზა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ერედა, ქანდა, პატარა ქანდა, მჭადიჯვარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ