გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ციხისძირი, თანდილაანთკარი, ფიტავი, შალიკიანთკარი, არაგვისპირი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებში, ლისზე, მსხალდიდში, მუხათწყაროსა და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ხორგუანი გიორგი გვარაკიძეს – როდესაც სტუდენტს აუდიტორიის წინ აკავებთ და ამის გამბედაობა გაქვთ, კირიენკოს მიმართ თუ დაიწყებთ გამოძიებას?! – ეს გამბედაობა თუ გეყოფათ? – რატომ გეშინიათ? იოლია ხომ სტუდენტის დაჩაგვრა?!