„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, აკაკი წერეთლის, გურამიშვიილის, ბარათაშვილის, წყაროს უბანსა და მიმდებარე ქუჩებზე.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, გომეწარი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. 14:00-დან 16:00 საათამდე კი აბონენტებს თიანეთში სანიკიძის, ლაშარის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზეც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
