გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაშია და დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიის ცვლილება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის 100%-იანი დაფინანსება.

პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაა.

სტიპენდიის მისაღებად, თითოეულ პროფესიულ სასწავლებელს სხვადასხვა კრიტერიუმი აქვს შემუშავებული.

Academy of Digital Industries-ში სტიპენდია ვრცელდება ისეთ კურსებზე, როგორებიცაა:

  • მარკეტინგი: სოც. მედია და ციფრული მარკეტინგი;
  • გრაფიკული დიზაინი;
  • ინტერიერის დიზაინი;
  • UI და UX დიზაინი;
  • ტექნოლოგიები: კიბერუსაფრთხოება, , Java, Python, React, Angular;
  • ბიზნესი (HR).

აკადემიაში სწავლით დაინტერესებულმა პირებმა 15 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე და გაიარონ გასაუბრება.

ინფორმაციისთვისსაქართველოს ბანკის ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემია ჩაერთომათ შორის არიანაგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy.

საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებშიაპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობსპროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშისა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge