“გახარია და “ლელო”, აგერ ხალხი და აგერ თქვენ, კითხეთ არჩევნებზე – ამაზე დიდი კვლევა რა გინდათ?” – თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

გახარიას და ლელოს ველოდები აქციაზე სიტყვით – აქ და ახლა, მიმართონ ხალხს და მოისმენენ პასუხს.
ხალხს, ვინც ტაშით შეხვდა პოლიტპატიმრების ოჯახების განცხადებას, რომ ბოიკოტი არჩევნებს და რომ ღალატი იქნება არჩევნებში მონაწილეობა.
გამოვიდნენ, აბა, აქ რომ დიდი გული აქვთ, კომენტარებში და კვლევებს დაატარებენ, აგერ, ძმაო, ხალხი და აგერ თქვენ და კითხეთ!!!
საუკეთესო კვლევა იქნება ეს, – არა, ახლა მედიამ რომ თითქმის ვერავინ იპოვა, თქვენი პარტიების გარდა, ამხელა აქციაზე ს მომხრე, – ვნახეთ, მაგრამ გამოდით და კითხეთ, ხომ ფიქრობთ, რომ მართლები ხართ, რომ კვლევების მიხედვით, ხალხი გეთანხმებათ? 
აგერ ხალხი და აგერ თქვენი პარტიები და კითხეთ!
ამაზე დიდი კვლევა რა გინდათ?
ა, პასუხი იცით? გეშინიათ პასუხის მოსმენის რუსთაველზე?
ანუ, იცით, რომ ხალხი არ გეთანხმებათ და ა@@აკებთ?
გააა@@აკეთ, ოღონდ, არა ქვეყნისთვის დამღუპველი და საღალატო ნაბიჯით.
დღეს თუ თქვენ რუსთაველზე შეკრებულ ხალხს ვერ გაუბედავთ მაგის კითხვას, – დამთავრდა მაშინ ეგ თემა და ეგაა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე – ძალიან კარგად იციან, რომ თუ არ მიდიხარ საგამოძიებო კომისიაზე, ამას მოჰყვება შესამაბისი რეაგირება – იციან, რომ სასჯელი დიდი არ არის, ამით უნდათ პოლიტიკური ბენეფიტების მიღება

შალვა პაპუაშვილი – მგონი, ბატონმა ფიშერმა უარი თქვა ელჩობაზე და იქცა რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად – გერმანელი ხალხი ნამდვილად არ არის ამ ღირებულების მატარებელი, რასაც ფიშერი ქართველ ხალხს აჩვენებს

ცირა ელისაშვილი: არჩევნებში თუ შედიხართ გაბედეთ ამის თქმა, დროულად. საზოგადოება თავად შეაფასებს თქვენი პოზიციის მართებულობას, მთავარია რომ თქვათ სიმართლე, როცა თქვენი კოლეგის სიცოცხლე ბეწვის ხიდზე გადის!