გაუფორმებენ, თუ არა, 7 მილიონის სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებას ბურჭულაძეს?

13
7 მილიონის ზარალის ანაზღაურება, ეს არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აქვს  – ამის შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა ტვ პირველთან საქმის პროკურორმა.
საპროცესო შეთანხმებაზე დღეის მდგომარეობით არაფერი არ შეცვლილა, არ არის გადაწყვეტილება მიღებული რომელიმე კონკრეტული მათგანის მიმართ, იგივე პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ, დაახლოებით 7 მილიონი ზიანი, საპროცესო შეთანხმებას აქვს თავისი კონკრეტული დანაწესები – პირველი ეს არის ბრალის აღიარება და მეორე – სასჯელზე შეთანხმება ბრალდების და დაცვის მხარეს შორის. დღეის მდგომარეობით, ბრალის აღიარება არ მომხდარა, გარდა ვლადიმერ ღუდუშაურისა, რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს სასამართლო სხდომაზე, მსგავსი რამ, ჯერჯერობით, არ მოგვისმენია. გარკვეული წინაპირობები, რომლებიც არსებობს, მათ შორის ზიანის ანაზღაურება, სასჯელზე შეთანხმება, ჯერჯერობით, არ არის მიღწეული, – განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.
რაც შეეხება ბურჭულაძის პოზიციას საპროცესო შეთანხმებაზე – ადვოკატი ამბობს, რომ მათ არ მიუმართავთ და არც პროკურატურისგან მოუსმენიათ შეთავაზება პირობებზე.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად