განცხადებაში საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია

განცხადებაში საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია
როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში.
„სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში. საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და თქვენ ხედავდით, როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ ასეთ სიყალბეს არცერთ ამერიკულ განცხადებაში ჩვენ არ შევხვდებით. ეს განცხადებაც არის ზუსტად ამ პროცესის გაგრძელება. მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება ს, საქართველოს, ეხება მთლიანად რეგიონს და ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა. “, – განაცხადა პრემიერმა.