“გამსახურდიას შვილი, გამსახურდიას შვილიშვილი…” – რას ჰყვება პრეზიდენტი კოკო გამსახურდიაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან საუბარში, განაცხადა:

31 მარტს მქონდა დიდი ღონისძიება 1991 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე. აქ იყო წარდგენა ზვიადის შესახებ 4 წიგნის. იყო ყოფილი საბჭოს წარმომადგენლები და შეთანხმებული იყო წინა დღით სთან, რომ უნდა მოსულიყო და ყოფილიყო ერთ-ერთი გამომსვლელი ამ ღონისძიებაზე. არც მოვიდა, არც დარეკა, არც ბოდიში არ მოიხადა. გამსახურდიას შვილი, გამსახურდიას შვილიშვილი… ვისაც რამე თანამდებობა აქვს, ამას ებღაუჭება, არის პირდაპირ აკრძალვები. წინა დღეს არ ჰქონდა აკრძალვას. წინა დღით მოვიდა, წიგნი მაჩუქა, მაგრამ მეორე დღეს არ გამოცხადდა.