გაზრდილი პენსია, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დაფინანსება – როგორი იქნება 2024 წლის ბიუჯეტი

მომდევნო წლის ბიუჯეტში რეალური ეკონომიკური ზრდა 5,2 პროცენტზეა გათვლილი, საშუალო ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 2,8 პროცენტია. ბიუჯეტის დეფიციტი 2,5 პროცენტი, მთავრობის ვალის მაჩვენებელი კი მშპ-ს 38,2 პროცენტის ფარგლებშია
2024 წლის ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი, თუმცა ამ პირობებშიც, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 85 მილიარდ 370 მილიონი ლარია. 2012 წელს იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 27 მილიარდი ლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 11 წელიწადში მთელი ქვეყნის ეკონომიკა გასამმაგდა. არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში, 2027 წლისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108 მილიარდ ლარამდეა პროგნოზირებული. რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 800 დოლარია. იგივე მაჩვენებელი 2024 წელს 8500 დოლარი იქნება.
400 ათასი პენსიონერი 2024 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებს. გათვალისწინებულია ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც. ჯანდაცვის ბიუჯეტით უკვე განსაზღვრულია პენსიების ზრდაც. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები 50 ლარით გაზრდილ პენსიას – 415 ლარს აიღებენ. ამავე კატეგორიის პენსიონერებისთვის, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ, პენსია 500 ლარი გახდება. 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარი იქნება. 380 ლარს მიიღებენ 70 წლამდე პენსიონერები მაღალმთიან რაიონებში. შედარებისთვის, 2012 წელს პენსია მხოლოდ 110 და 125 ლარი იყო. გაზრდილ პენსიას მიიღებენ ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები და სამხედრო მოსამსახურეები. მაქსიმალური ზღვარი 560 ლარიდან – 1000 ლარამდე გაიზრდება. საშუალოდ, 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების კომპენსაცია კი 1000-დან 1200 ლარამდე მოიმატებს.
150 მილიონი ლარით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი და ჯამში 800 მილიონი გახდება. 2012 წელთან შედარებით სამინისტროს შემოსავლები 326 მილიონით არის გაზრდილი. ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, 70 მილიონი ლარია გათვალისწინებული, დამატებით 70 მილიონის გამოყოფაა განსაზღვრული ახალი აეროპორტების მშენებლობისთვის. საერთო ჯამში ინფრასტრუქტურის სამინისტრო მომდევნო წელს, 3 მილიარდ 400 მილიონს გახარჯავს. ჯამურად 200 მილიონით გაიზრდება ძალოვანი უწყებების დაფინანსება. თავდაცვა დამატებით 10 მილიონს მიიღებს, 50 მილიონს – . 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანო დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა დღეს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს განცალკევება კანდიდატი ქვეყნების და ეს პროცესი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირად უნდა მიმდინარეობდეს