გაერთიანებული სამეფო ისრაელში იარაღის ექსპორტის შეჩერებას განიხილავს, თუ რაფაჰში შეტევა განხორციელდება

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, შესაძლოა, ისრაელში იარაღის ექსპორტის ლიცენზირება შეაჩეროს, თუ სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაჰზე პოტენციურად დამანგრეველ სახმელეთო შეტევას დაიწყებს, – ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემა სამინისტროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუხედავად იმისა, რომ იარაღის ექსპორტის ლიცენზიების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია სწრაფად უპასუხოს, თუ მინისტრებს იურიდიულ რჩევას მისცემენ, რომ არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს.
ცნობისთვის, იმ ქვეყნებს, რომლებიც ისრაელს მოუწოდებენ, რაფაჰში სახმელეთო შეტევის დაწყებაზე უარი თქვას, გაერთიანებული სამეფოც შეუერთდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ვერ ხედავს, როგორ შეიძლება განხორციელდეს შეტევა რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის და სახლების განადგურების გარეშე.