ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა – ირაკლი კობახიძე

2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
პრემიერი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში ბრიუსელის მეტი მოქნილობის საჭიროებაზე საუბრობს.
როგორც ინტერვიუში აღნიშნავს, ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა და გაერთიანებას ახალი წევრებისადმი მიდგომებში მეტი მოქნილობა სჭირდება. მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ბიუროკრატიასთან აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ის საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.
„ჩვენ განუხრელად ვივლით ამ მიზნისკენ და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში საქართველოსადმი მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯანსაღი ურთიერთობები არ არის, ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.
„ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ, თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლებას დააბრალო, რომ მას უნდა საქართველოს მოქალაქეებს წაართვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, აბსურდულია. მართლაც უსუსურად გამოიყურებიან, აღარ იციან რაზე ააგონ პოლიტიკური დღის წესრიგი

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ – 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი