ბუდუ შეცვლაზე შევიდა – “კარლსრუემ” “გროიტერ ფიურტი” გაანადგურა

მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში „კარლსრუემ“ სახლში „გროიტერ ფიურტი“ 4:0 დაამარცხა.
დუბლი ორმა ფეხბურთელმა შეასრულა: „აინტრახტისგან“ იჯარით აყვანილმა 20 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა იგორ მატანოვიჩმა და მის ნაცვლად 84-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 32 წლის ფაბიან შლეიზენერმა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.5, flashscore 6.4, whoscored 6.3.
„კარლსრუემ“ ჩემპიონატზე ბოლო 3 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 35 ქულით მერვე ადგილზეა და 9 მარტს კილში „ჰოლშტაინს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე – გროიტერ ფიურტი 4:0
გოლები: 1:0 მატანოვიჩი (42), 2:0 მატანოვიჩი (78), 3:0 შლეიზენერი (86), 4:0 შლეიზენერი (90)
გამოუყენებელი პენალტი: ვანიტცეკი (54, კარლსრუე)

ასევე დაგაინტერესებთ