ბუდუ, კიტეიშვილი და შენგელია? – სავარაუდო შემადგენლობა პორტუგალიასთან

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადამწვეტი მატჩისთვის ემზადება. ასეთ დროს მერვედფინალში გავსლის შესახებ მუდმივი ვარაუდები და გამოთვლაა. ფაქტია, უნგრეთის ნაკრების გამარჯვებამ 2 ქულით საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრა გაგვირთულა, თუმცა ამისთვის მაინც თურქეთის ნაკრების ჩეხებთან გამარჯვება გვჭირდებოდა. ეს სიტყვები როგორაც არ უნდა ჟღერდეს, პორტუგალიოს ნაკრებთან გამარჯვებით პლეი-ოფში გავალთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია…
მესამე ტურში შემადგენლობაში ცვლილებები უფრო მეტად ხდება, ამის მიზეზი დისკვალიფიკაცია, ტრავმა, გადაღლილობა თუ ტაქტიკის მკვეთრად შეცვლაა. საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებში ჭარბი ყვითელი ბარათების პრობლემა არ დგას, რაც შეეხება იმას,
თუ ვინაა ბოლომდე მზად, რა თქმა უნდა, ამის გარედან ამოცნობა რთულია და სამწვრთნელო შტაბის, რომელიც ამ საქმეში ბოლომდეა ჩართული, დასკვნებს უნდა ვენდოთ. სავარაუდო შემადგენლობაზე მსჯელობა იოლი არაა, იმის მიუხედავად, რომ როგორც წესი, ჩვენი ვარაუდები რეალობასთან ყოველთვის ახლოსაა. აცლაც გავრისკავთ და საკუთარ დაკვირვებისა თუ სანიოლის მხრიდან მოლოდინების ერთმანეთთან დაკავშირებას ვეცდებით.
მეკარე

ჩეხეთთან ბრწყინვალე მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის როგორც თავდაჯერება, ასევე სატრანსფერო ფასმა კიდევ უფრო მოიმატა და ეს დაცვის ხაზსა და მთლიანად გუნდს დადებითად გადაეცემა.
დაცვა

იქედან გამომდინარე, რომ საბა კვირკველია ევროპის ჩემპიონატს ბოლომდე მზად არ შეხვდა, წინა შეხვედრაში საკმაოდ დაიტვირთა და ჩვენ ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელია, ვვარაუდობთ, რომ მის ადგილზ გიორგი გველესიანი დაიკავებს. ის ფიზიკურად მშვენივრადაა მომზადებული და საჰაერო დუელებშიც გამორჩეულია.
კაშია და დვალი საუკეთესო “გამსუფთავებელს” შორის მოწინავე ადგილზე არიან და იმედია, პორტუგალიის ნაკრების შთამბეჭდავი შეტევის პირობებშიც, დამაჯერებლები იქნებიან.
ნახევარდაცვა

ვილი სანიოლის გუნდს პორტუგალიასთან ბურთის ფლობაზე აქცენტის გაკეთება გაუჭირდება, თუმცა, პერიოდულად, ტემპის კონტროლის გარეშე წარმატებაზე ფიქრი რთული იქნება. იმედია, გიორგი ქოჩორაშვილმა ძალები სრულად აღიდგინა, მის გვერდით კი ოთარ კიტეიშვილს ვნახავთ.
გვესმის რას ნიშნავს, როცა გუნდთან ერთად ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვარჯისობ, მაგრამ მისი შესაძლებლობების გვჯერა და თუ სრულად არა, იქნებ გარკვეული დროით თამაში მაინც შეძლოს. ოთოს ბურთთან ურთიერთქმედება და მახვილგონიერება ძალიან დაგვჭირდება.
რაც შეეხება ნახევარდაცვის მესამე წევრს, ამჟერად ძირითადში ისევ გიორგი ჩაკვეტაძე უნდა ვნახოთ.
ფლანგები
განვლილ მატჩებში პირველ ტაიმში ნაკლებად დამაჯერებელი ოთარ კაკაბაძე ვიხილეთ, რომელსაც მეორე 45 წუთში
დაღლილობა ნაკლებად ეტყობოდა და პროდუქტიულიც იყო. ოთო ისევ მარჯვნივ იქნება. რაც შეეხება მარცხენა ფრთას, ლევან შენგელიას ჯართელობის პრობლემა აღარ აწუხებს და ის ერთი მატჩის სათამაშოდ მაინც მზად რომ არ იყოს, მაშინ მონტენეგროსთან შეხვედრაში ეს უნდა შეგვემჩნია. შენგელია დაცვით ფაზაში დამაჯერებელია და თავისი ძალები შეტევაშიც უნდა დაგვანახოს.
შეტევა

ს როლი ჩვენს გუნდში განვლილ ორივე დაპირისპირებაში დიდი იყო, მაგრამ “კვარას” საუკეთესო შეხვედრა ჯერ კიდევ წინაა. გიორგი მიქაუტაძე 2 გოლით ბომბარდირთა შორისაა, ის ევროზე თავის მაღალ კლასს ავლენს, პორტუგალიელებიც “ჟორჟზე” ბევრს იფიქრებენ, მაგრამ სანიოლის მხრიდან იქნებ ერთგვარი სიურპირიზი იყოს და როგორც იმავე საბერძნეთთან ფინალში, მიქაუტაძე მეორე ტაიმში ვნახოთ, მისი სისხარტით კი მატჩის სცენარი სჩვენოდ შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში სასტარტოში ბუდუ ზივზივაძეს ველით.
მას ჯერ ცოტა დრო მიეცა, რაც დამატებითი მოტივაციაც უნდა გახდეშ, როგორც ეს ზურიკო დავითაშვილის შემთხევაში გამოჩნდა.
26-ში გადამწყვეტი მატჩია, გამარჯვება საქართველო!
ღვთისავარ ანთაძე ვუპერტალიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.