ბუდუმ მეთორმეტე გაიტანა – “კარლსრუემ” ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა

მეორე ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ელვერსბერგი“ 3:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდი შესვენების შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა. ცოტა ხანში მასპინძელთა გუნდის მცველმა მორის ნოიბაუერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შესულმა ლარს შტინდლმა დააფიქსირა.
ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან განსხვავებული შეფასებები დაიმსახურა: whoscored 8.1, flashscore 7.2, sofascore 6.9.
ბუდუმ ტურნირზე 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
„კარლსრუემ“ ჩემპიონატი 55 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა.
ელვერსბერგი – კარლსრუე 0:3

ასევე დაგაინტერესებთ