“ბრწყინავთ” – ნანუკა სტამბოლიშვილი ცნობილ თურქ მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს – Marao

ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. ნანუკა სოციალური ქსელების თურქულ, ასევე, ქართულ სივრცეში ახალი ვარსკვლავია, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობენ. სერიალი უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ-ერთ ქართულ არხზე გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ. მთავარ როლებს სერიალში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ ასრულებდნენ, თუმცა სილას მოულოდნელად წასვლის შემდეგ მისი როლი ნანამ დაიკავა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პროექტს ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანიც დაემშვიდობა. ჯეიჰანს სერიალ “დაკარგულ ქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკ ჯელილაი შეცვლის.
ამჯერად ნანა თურქ მსახიობთან, ბარიშ ბაქთაშთან გადაღებულ კადრს გვიზიარებს.
ბარიშ ბაქთაში
27 წლის ბა­რიშს აქამ­დეც უთა­მა­შია სხვა­დას­ხვა სე­რი­ალ­ში და ასე­ვე – დო­კუ­მენ­ტურ ფილმში, თუმ­ცა პო­პუ­ლა­რო­ბა რო­გორც თურ­ქეთ­ში, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­ში Kan Çiçekleri-მ მო­უ­ტა­ნა.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის. მა­მის თხოვ­ნით, ბუ­ღალ­ტე­რი­ას და აუ­დიტს სწავ­ლობ­და. მა­მას სურ­და, რომ მისი შვი­ლი ფი­ნან­სუ­რი მრჩე­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის კა­რი­ე­რა სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და. ბა­რი­ში ამ­ბობს, რომ მისი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში შემ­თხვე­ვი­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც იხ­სე­ნებს, ბი­ძაშ­ვი­ლმა შეც­დო­მით გაგ­ზავ­ნა მსა­ხი­ობ­თა სა­ა­გენ­ტო­ში, რის შემ­დე­გაც მისი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლად შე­ი­ცვა­ლა, ბი­ჭის გა­რეგ­ნო­ბა მო­ე­წო­ნათ და პა­ტა­რა როლი შეს­თა­ვა­ზეს.
ბა­რიშ აქთა­შის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­და, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა დრო­ე­ბი­თი იყო, თუმ­ცა მალე მიხ­ვდა, რომ ამ პრო­ფე­სი­ას თავს ვერ და­ა­ნე­ბებ­და.
ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ცელ­ქი ბავ­შვი იყო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აფუ­ჭებ­და, თუმ­ცა მა­მის შიში ჰქონ­და და მზად იყო ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა მა­მის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.
· “მა­მა­ჩემს სურ­და, რომ ფი­ნან­სუ­რი მრჩე­ვე­ლი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ამი­ტომ აუ­დიტ­სა და ბუ­ღალ­ტე­რი­ას ვსწავ­ლობ­დი. მსა­ხი­ო­ბი შემ­თხვე­ვით გავ­ხდი“, – ამ­ბობს ბა­რი­ში. ის სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და, ხოლო პირ­ვე­ლად ერთ-ერთ თურ­ქულ არხზე, დო­კუ­მენ­ტურ სე­რი­ალ­ში გა­მოჩ­ნდა. მსა­ხი­ო­ბის გარ­და, ბა­რი­ში არის მუ­სი­კო­სი, გა­ტა­ცე­ბუ­ლია სიმ­ღე­რით.