ბრიჯიტ ბრინკი: “1000 %-ით დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის დახმარება დამტკიცდება”

ში შეერთებული შტატების ელჩი ბრიჯიტ ბრინკი ამბობს, რომ ის სრულებითაა დარწმუნებული, კონგრესი სთვის დამატებით დაფინანსებას დაამტკიცებს, მაგრამ არ შეუძლია იმის წინასწარმეტყველება, როდის მოხდეება ეს.
“მე ასი, ათასი პროცენტითაც კი ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ თქვენს მხარდაჭერას გავაგრძელებთ”, – უთხრა უკრაინელ ჟურნალისტებს 20 თებერვალს გამართული შეხვედრისას ამერიკელმა დიპლომატმა.
61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი კვლავ კონგრესის გადაწყვეტილებას ელოდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ თუკი რესპუბლიკელების მიერ მართული წარმომადგენელთა პალატა უკრაინის დახმარებას არ დაამტკიცებს, ეს ვლადიმირ პუტინის მიზნებს შეუწყობს ხელს.
“ეს ძალიან პოლიტიკური თემაა და მის გადაწყვეტას ვერ ვიწინასწარმეტყველებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ყველანი წარვადგენთ ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტეებს იმის დასამტკიცებლად, თუ რატომაა ეს აუცილებელი. რატომ არაა ეს დაუსრულებელი მოთხოვნა, რატომაა მართლაც მნიშვნელოვანი, რომ თქვენ წარმატებას მიაღწიოთ არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ გქონდეთ ეკონომიკური უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა” – მიმართა ბრინკმა უკრაინელ ჟურნალისტებს.
ბრიჯით ბტინკმა განმარტა, რომ ამ საკითხზე ყველა ამერიკელი დიპლომატი მუშობს და ცდილობს. რომ დახმარება რაც შეიძლება მალე დამტკიცდეს.