ბრაჭველის თქმით, ვენეციის კომისია მსგავს დასკვნას ” მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში” აქვეყნებს

იურისტი საბა ბრაჭველი რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია მსგავს დასკვნებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში აქვეყნებს.
“ვენეციის კომისიის შეფასებით:
· ამ კანონს გააჩნია “უამრავი მსგავსება” (numerous similarities) რუსეთში, ყირგიზეთში, უნგრეთსა და რესპუბლიკა სრბსკაში ინიცირებულ კანონებთან;
· განმარტებით ბარათში მითითებული ამერიკული, ავსტრალიური და ისრაელური კანონებისგან მას “რამდენიმე საკვანძო განსხვავება” (several key differences) განასხვავებს;
· კანონის მიღების პროცესში ხელისუფლებამ არ გაასაჯაროვა მასში შეტანილი სიღრმისეული ცვლილებები. კომისია მძიმე შეშფოთებას გამოხატავს “გამჭვირვალობის ამგვარი არარსებობის” გამო (such absence of transparency);
· საბოლოო ჯამში, კომისია მტკიცედ სთხოვს მთავრობას ამ ფორმით კანონის გაუქმებას (“strongly recommends repealing the Law in its current form”), რაკი კანონი მნიშვნელოვნად აზიანებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, პირადი ცხოვრების უფლებას, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას და დისკრიმინაციის დაუშვებლობას, აზიანებს ღია და საჯარო დებატების გამართვის შესაძლებლობას, პლურალიზმსა და დემოკრატიას.