მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის, მაია ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართა. ბრაკონიერობასთან და თევზჭერასთან დაკავშირებით, კანონაღსრულებითი ცვლილები შევიდა. ეს ეხება ქართული დროშის ქვეშ მცურავ საერთაშორისო გემებსაც, რომლებიც ახორციელებენ უკანონოდ თევზჭერას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სამომავლოდ ახორციელებს ახალ რეგულაციებს – გამკაცრდა საჯარო სანქციები, გაორმაგდა ჯარიმები. ცვლილებები შეეხო გარეული ცხოველების დატყვევებისა და უკანონო ჭერის ფაქტებსაც, ასევე წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებასა და სარგებლობას. ახალი რეგულაციების მთავარი მიზანი კანონდარღვევის პრევენცია და შემაკავებელი ეფექტია.
„2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან, ფაქტობრივად, გაორმაგდა საჯარიმო სანქციების სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დაცული ტერიტორიის შემთხვევაშიც და ეს იყო უპრეცედენტო ხასიათის ცვლილება, ვინაიდან ამან მოიცვა როგორც სახელმწიფო ტყის ტერიტორია, დაცული ტერიტორიები და ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები. ფაქტობრივად, ცვლილებები და ჯარიმის გამკაცრება, გაორმაგება და გაზრდა შეეხო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებს. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში მთავარი მიზანი იყო ის, რომ ამ ცვლილებებს ჰქონოდა შემაკავებელი ეფექტი,“ – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი.
