ბჟანიას განმარტებით, USAID-ის აკრძალვა რუსეთთან “სტრატეგიული პარტნიორობის” ვალდებულებაა

ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, „რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს“, – ეს განცხადება ბჟანიამ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით გააკეთა.
„თუ USAID- ის საქმიანობა ს ფედერაციის ტერიტორიაზე 2012 წლიდანაა აკრძალული…ამ არც თუ მარტივ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ფაქტობრივად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, შეგვიძლია ჩვენ, როგორც მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, საქმიანობის უფლება მივცეთ რუსეთისადმი არამეგობრულ, მტრულად განწყობილ ორგანიზაციას, აქ აფხაზეთის ტერიტორიაზე?“- თქვა ბჟანიამ და დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ს მიმართა.
„ასეა საჭირო ინალ, მკვეთრი საუბარი. დიპლომატიური ენა, რასაკვირველია მოსაწონია და მაგრამ ყოველთვის როდი ესმის საზოგადოებას და ჩვეულებრივ ხალხს. თუ ჩვენ მოკავშირეები, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ეს ჩვენ გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს“, – დაამატა ბჟანიამ.
მისი განმარტებით „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების წერტილი კიდევ უფრო მაღალზე უნდა იყოს, რადგან ეს არის აფხაზეთის ხალხის ფუნდამენტური ინტერესი“.
გასული წლის ბოლოს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ USAID-ის პროექტები აკრძალა, გარდა ამისა, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა „ნონ გრატად“ გამოცხადდა.