ბოკერია: სანამ ყველაფერი ივანიშვილის თავში იხარშება, ქვეყანა ამ ჭაობიდან ვერ ამოვა

მე არანაირ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი იმას, ივანიშვილის ესა თუ ის პოლიტიკური თოჯინა რომელი მორიგი აბსურდული განცხადებით ავსებს ეთერს, ან თავისი პროპაგანდის ნიაღვარს. მგონია, რომ მთავარი, რაც უნდა დავინახოთ, არის ის, თუ როგორ მოხდა ეს ცვლილება – ერთი პოლიტიკური თოჯინა რომ გადადო, მეორე გადმოდო და ამის შეურაცხმყოფელად აბსურდული ახსნა შემოგვთავაზა – მათი ვერსიით, ყველაზე წარმატებული პრემიერმინისტრი უცებ წავიდა, ახლა სხვისი ჯერიაო […]
სანამ ასეთი სისტემა გვაქვს, იმაზე საუბარი, რომ რამე არსებითად შეიცვლება – ან პოლიტიკური კორუფციისა და ნეპოტიზმის თვალსაზრისით, ან ანგარიშვალდებულებისა და ამ ხელისუფლების ამბიციის თვალსაზრისით, რომ ქვეყანა საიდანღაც სადღაც, წინ წაიყვანოს, ნებისმიერ სფეროში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ, გამორიცხულია.
სადაც ანგარიშვალდებულება ამ ტიპის არის, რომ არსებობს ერთი ოლიგარქი, ბელადი, რომელიც საკუთარ თანაგუნდელებს ისე ეპყრობა, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, დამამცირებლად – შეუძლებელია, დავუშვათ, რომ ის ქვეყნის ინტერესსა და საზოგადოებას პატივს სცემს […] ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, მის თავში რა მოიხარშა. მთავარი ისაა, რომ სანამ ყველაფერი ამ ერთი კაცის თავში იხარშება და მოქალაქეებს ნულოვანი წონა აქვთ, ქვეყანა ამ ჭაობიდან ვერ ამოვა.
თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, მ TV პირველის ეთერში. პრემიერმინისტრმა, მ თქვა, რომ “კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს”.