ბლინკენი: ნავალნის სიკვდილი არის პუტინის განსაკუთრებული სისასტიკის შეხსენება

-ს სახელმწიფო მდივნის, ს თქმით, ს სიკვდილი არის შეხსენება პუტინის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ის იჩენს ნებისმიერის მიმართ, ვინც მას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სთან შეხვედრამდე ისაუბრა.
“ძალიან მალე უკრაინის წინააღმდეგ ს მიერ განხორციელებული აგრესიის ორი წლის თავი დადგება. ჩვენ არ გვჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ ნავლანის სიკვდილი არის შეხსენება პუტინისა და მისი მთავრობის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ისინი იჩენენ რუსების მიმართ რუსეთში, ნებისმიერის მიმართ, ვინც მათ ეწინააღმდეგება”. – თქვა ბლინკენმა.
ამავდროულად, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მტკიცედ მხარს უჭერს ს და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
“აშშ მტკიცედ მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ათობით სხვა ქვეყნაც იგივეს აკეთებს. ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ იმისკენ, რომ უკრაინა მტკიცედ დადგეს საკუთარ ფეხზე სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. ამის უზრუნველსაყოფად ერთად მუშაობას გავაგრძელებთ”. – თქვა ბლინკენმა.