ბექა ქურხული: რას უზამ ამას?.. ვერაფერს!.. ეს დასირებული რუსები კი არა შაითანი ვერ მოგვჭამს ფეხებს ამ თვალსაზრისით, მაგრამ …

“Ყველაზე მეტი დარტყმა, რაც რუსულმა იმპერიალიზმმა და რუსმა დამპყრობელმა ამ 223 წლის და განუწყვეტელი ომის განმვალობაში მიაყენა საქართველოს, სწორედ პოლიტიკური კულტურა და ქვეყნის მართვის ხელოვნებაა!.. Მანამდე ავად თუ კარგად ეს ტრადიცია, თანაც საკმაოდ ხანგრძლივი, არსებობდა… Მეტ ნაკლები წარმატებით, დრამით, ტრაგედიებით კატასტროფებითაც კი, მაგრამ ბაგრატიონების უწყვეტი სამეფო დინასტიით, რაღაც ავი თუ კარგი, პოლიტიკური კულტურით და სისტემით…
1801 წელს და შემდეგ 1921 წელს სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ, პირველ რიგში მანდ დაგვარტყა, ძალიან ბევრს ეცადნენ. Მაგრამ ვერაფერი დააკლეს ენას, ერთის მაგივრად სამი ენა გვაქვს, ვერაფერი დააკლეს ანბანს, ასევე ერთის მაგივრად სამი აბანი გვაქვს, ვერაფერი მოუხერხეს ჩვენს სახელებს და გვარებს, ჩვენი მეზობლებისაგან განსხვავებით, (სხვათაშორის სომხების გარდა, სომხებმაც იყოჩაღეს ამ მხრივ) ვერაფერი მოუხერხეს ქართულ კულტურას გენეტიკას მონაცემებს, გაჩნდა ეს ლუკა რაზიკაშვილი, გალაკტიონი, გურამ რჩეულიშვილი რეზო ინანიშვილი, ზაირა არსენიშვილმა, ოთარ ჭილაძე, ოთარ ჩხეიძე, ანა კალანდაძე და გაგა ნახუცრიშვილი ან ბესიკ ხარანაული და კიდევ უამრავი მტრის ჯინაზე და ჰა ეხლა, იომეს თაობებმა ხმლით, თოფით და ავტომატით და ომობენ ამ წუთასაც, მათ ჩამოთვლა არ სჭირდება დაარქვა მათ გურამამ “უსახელო უფლისციხელები” ატარეს ბურთი მიშა მესხმა, ყიფიანმა, დარასელიამ, გუცაევმა, და ქეცბაიამ, იჭიდავეს საგარეჯოელმა მეკოკიშვილმა და აგერ ახლახანს წასულმა ლევანა თედიაშვილმა, ლაშა ბექაურმა და შავდათუაშვილმა, ლერი ხაბელოვმა და დათო გობეჯიშვილმა, იცეკვეს სუხიშვილებმა, ვახტანგ ჭაბუკიანმა, იმღერა ცხონებულმა ჰამლეტ გონაშვილმა და კელპტრიშვილმა, მღერის აგერ ნიაზ დიასამიძე და გიორგი უშიკიშვილი… რას უზამ ამას?.. ვერაფერს!.. ეს დასირებული რუსები კი არა შაითანი ვერ მოგვჭამს ფეხებს ამ თვალსაზრისით, მაგრამ აი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი აზროვნების ორსაუკუნოვანმა წყვეტამ, მაინც მაგრა მოგვიღო ბოლო და ყველა ჩვენი ბუნებრივი და ღვთისგან ბოძებული მონაცემები, უკანა მხარეს გადაიყვანა და ჩვენი ქვეყანაც ამ სპეკულანტების, ჩარჩების და ყველა ხელმოცარული და მედროვე “ბოზიცია ობოზიციის” საშლიგინო ასპარეზად აქცია..” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ბექა ქურხული.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი პრემიერს – მეგობრებს დებატებში არ იწვევენ – ხვალ არის კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით

პრემიერი – გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ