ბექა კობახიძე: ტრამპმა რომ თქვას მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ბერნისტები იტყვიან – დასავლეთიდანო და პირიქით

“ბერნი სანდერსს დაუჭერია მხარი უკრაინისთვის, ტრამპის საპირისპიროდ. ეს ძალიან კარგია და მივესალმები.
ამ მხარდაჭერას ჩვენს ლევაკობაში მოყვა აღტყინება – აი, სწორი საგარეო პოლიტიკური კურსიო!
მოდი განვმარტოთ: ტრამპმა რომ თქვას მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ბერნისტები იტყვიან – დასავლეთიდანო და პირიქით.
სინამდვილეში, ეს ორი თითქმის ერთიდაიგივე ჩორტია და აი რატომ: 2022 წლის შემოდგომაზე, მ რომ გაარღვია რუსები და შეტევაზე რომ არიან, აი ის მომენტუმი რომ დგას, როცა უკრაინისთვის სასწრაფოდ ბევრი იარაღის მიყრაა საჭირო და რუსები მზად არ არიან. ვერც ჩრდილოეთ ლუჰანსკს იცავენ, არც სუროვიკინის ხაზი აქვთ აშენებული ზაპოროჟიეში… ამ დროს, დაახლოებით ოცდაათმა მემარცხენე დემოკრატმა კონგრესმენმა, სწორედ რომ ბერნის ხალხმა, ვრცელი უსტარი მიწერა ბაიდენს, შეწყვიტე ომი და სასწრაფოდ დასხედით რუსებთან მოლაპარაკების მაგიდასთანო. უკრაინამ ის მომენტუმი ხელიდან გაუშვა, რაც ფატალური იყო. ბრძოლის ველზე მეორე ასეთი მომენტუმი არც ყოფილა და სავარაუდოდ არც იქნება.
ამის შემდეგ, ტრამპის MAGA რესპუბლიკელები რომ ბლოკავდნენ მთელი ნახევარი წელი უკრაინისთვის მისაწოდებელ დახმარებას და კატასტროფულ მდგომარეობაში რომ ჩააგდეს უკრაინის არმია, თუ იცით ვინ ბლოკავდა მათთან ერთად ამ დახმარებას? სწორედ იგივე მემარცხენე დემოკრატები. მათ შორის, პირადად ბერნი სანდერსიც, რომელმაც ხმა არ მისცა მას.
რატომ ბლოკავდნენ? ოფიციალური მიზეზი იყო “ფრიფრიპალესტაინ”. ანუ, იმავე პაკეტში ს დახმარებაც შედის და ჩვენ ამას ხმას ვერ მივცემთო. არადა, ისრაელი ღაზას ბომბავდა ამ დახმარების გარეშეც, მათი მხრიდან ხმის მიუცემლობა ვერ აჩერებდა ღაზას დაბომბვას, მაგრამ სამაგიეროს აჩერებდა უკრაინისადმი დახმარებას. ესეც არ იყოს, თუ უკრაინაზე გული შესტკივოდათ, შეეძლოთ გამოსულიყვნენ წინადადებით, რომ გამოვყოთ უკრაინა ამ პაკეტიდან და ცალკე მივცეთ დახმარებაო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ფეხებზე ეკიდათ.
ახლა გამოდიან და თურმე პაპზე დიდი კათოლიკეები არიან უკრაინის გულშემატკივრობაში. აქ ამნეზია არავის აქვს.
სინამდვილეში, ტრამპის მაგა ფლანგი და ბერნის მემარცხენე ფლანგი იმ დაპირისპირების ეკვივალენტია, რაც გერმანიაში არის აფდ vs დე ლინკე/ვაგენკნეხტი ან საფრანგეთში ლე პენი vs მელანშონი.
მემარცხენეების გონიერი საგარეო პოლიტიკა 1918-21 წლების მერე არსად მინახავს,”  – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა .