ბერლინის აეროპორტმა უამინდობის გამო რეისები შეაჩერა

ბერლინის აეროპორტმა უამინდობის გამო რეისები გაურკვეველი ვადით შეაჩერა.
როგორც აეროპორტის პრესსამსახურში განმარტავენ, შეფერხება ეხება მხოლოდ იმ რეისებს, რომლებიც ბერლინიდან უნდა გამგზავრებულიყვნენ, რადგან ვერ ხერხდება გაყინული თვითმფრინავების კორპუსების გალღობა, თუმცა ამ ეტაპზე გრძელდება ბერლინში ჩასული თვითმფრინავების მიღება.
გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური პროგნოზირებს, რომ დედაქალაქში მოსალოდნელია ყინულოვანი წვიმა და ლიპყინული.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)