ბერდია სიჭინავა – ქალაქში სიკვდილი დადის, რომელიც ადამიანებს თავში ეცემა – პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა

არჩევნები არის დამატებითი ბრძოლის ხაზი, იმ პროტესტთან ერთად, რომელიც ქუჩაშია – ოპოზიციას არ ვუპასუხებ ზუსტად ისე, როგორც იმსახურებენ, მაგრამ მათგან მოდის ბინძური კამპანია, აღვირახსნილი მესიჯები – როგორ შეიძლება შენ ერთი მხრივ, „ოცნებას“ აკრიტიკებდე და მეორე მხრივ, აცხადებდე ამ არჩევნებს ჩავშლიო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ს საკითხზე, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შორის გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმზე ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიების გამოხმაურებებს უპასუხა.
მისი თქმით, „ერთადერთი, ვინც აქამდე უბნებზე რაღაცების ჩაშლას ცდილობდა, იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ახლა კი „ნაცმოძრაობას“ ეს, როგორც ჩანს, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ისევ სურს“.
„ეს არ არის სტანდარტული არჩევნები და ჩვენ ურთიერთკონკურენცია მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს იყო თანამშრომლობის საწყისი წერტილები, რაც გულისხმობდა თავისუფალ, არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატებზე, ანდა საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას. ჩვენ ასევე ღიად ვთქვით, რომ ამ პრინციპებზე დაყრდნობით კარს ვაღებთ თანამშრომლობისთვის აბსოლუტურად ყველასთან.
რაც შეეხება ოპოზიციას – ზუსტად არ ვუპასუხებ ისე, როგორც ეს ადამიანები იმსახურებენ, მაგრამ რა ბინძური კამპანიაც მოდის ამ ადამიანების მხრიდან, როგორი აღვირახსნილი მესიჯებიც მოდის ამ ადამიანების მხრიდან, როგორ შეუძლიათ განსხვავებული აზრის გამო, ადამიანებს დაარქვან „მოღალატეები“, „ბიძინა ივანიშვილთან გარიგებულები“, „რუსები“. ეს არის ის, რაც არ უნდა დავუშვათ ჩვენ ხელისუფლებაში. როგორ შეიძლება შენ ერთი მხრივ, „ოცნებას“ აკრიტიკებდე და მეორე მხრივ, აცხადებდე ამ არჩევნებს ჩავშლიო. ერთადერთი, ვინც უბნებზე რაღაცების ჩაშლას და არევას ცდილობდა, აქამდე იყო „ოცნების“ ხელისუფლება. „ნაცმოძრაობას“ ეს, როგორც ჩანს, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ისევ სურს. მოდით აბა, დაგვხვდით. სად დაგვხვდებით?! „ოცნების“ “ტიტუშკებთან” ერთად ხომ არ დაგვხვდებით, შემთხვევით?! როგორ შეიძლება ასეთ აღვირახსნილ კამპანიაში იყო ჩართული?!“ – განაცხადა სიჭინავამ.
მან ასევე, პარტიაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. სიჭინავას განცხადებით, პარტიაში განსხვავებული აზრის ქონა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს და ეს აბსოლუტურად უმრავლესობა ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილებაა.
„ეს პარტია არის ფასეულობებით და იდეოლოგიით შექმნილი. ამ პარტიაში ბევრი მოსულა და წასულა. ეს პარტიისთვის პრობლემა არ ყოფილა. ეს ჩვეულებრივი პროცესია. რაც შეეხება განსხვავებულ მოსაზრებას, ჩვენი პარტია არ არის კომუნისტური. ყველას განსხვავებულ მოსაზრებებს პატივს ვცემთ, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები არის უმრავლესობა. აბსოლუტური უმრავლესობა, ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის სწორი სტრატეგია, გადაწყვეტილება და ჩვენ ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებთ. არა მხოლოდ პარტიაში, ოჯახში არის განსხვავებული აზრი და რა პრობლემაა?! ღმერთმა დაგვიფაროს! განსხვავებული აზრი შეიძლება არ იყოს „ნაცმოძრაობაში“, „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ ჩვენს პარტიაში ყოველთვის იქნება და ამას პატივს ვცემ. რაც შეეხება საარჩევნო სიიდან ადამიანების ამოღებას, ეს უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებს. ეს ადამიანები არიან ცალკეულ ოლქებში შესაბამისი ოლქების მაჟორიტარობის თუ მერობის კანდიდატები. სწორედ ამას უკავშირდება ეს გადაადგილება,“ – აღნიშნა მან.
ამასთან, თვითმმართველობის არჩევნებთან პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ „თუ ვინმე არის განწირული მარცხისთვის, ისტორიულადაც და სამართლებრივადაც, ეს არის ირაკლი “. როგორც სიჭინავამ განაცხადა, კობახიძე ცოტა ფრთხილი უნდა იყოს განცხადებებში, იმიტომ რომ შეიძლება, განაჩენი თავად ბიძინა ივანიშვილმა გამოუტანოს.
„თქვენ გგონიათ „ოცნების“ ხელისუფლება მართლა 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს [თვითმმართველობის არჩევნებში]?! თუ ვინმე არის განწირული მარცხისთვის ისტორიულადაც და სამართლებრივადაც, არის . მტერს არ ვუსურვებ იმ ბედს, რასაც ირაკლი კობახიძეს ისტორია დააკისრებს ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მის მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის. ცოტა ფრთხილი უნდა იყოს განცხადებებში, იმიტომ, რომ შეიძლება, „ოცნების“ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ პარტიებს კი არ მოუწიოთ პოლიტიკური განაჩენის გამოტანა ამ ადამიანისთვის, არამედ თავად ივანიშვილმა გამოუტანოს. ამ ადამიანებს მართვის უნარები არ გააჩნიათ, ეკონომიკა, ფაქტობრივად, ჩამოშლის ზღვარზე მიიყვანეს. რატომ მიდის მთელი ეს სპეცოპერაცია, ურთიერთგარჩევა მოპარული ფულის გადასანაწილებლად?! იმიტომ რომ პრობლემა აქვთ, მათ შორის, პარტიულ „შავ კასაში“. რეჟიმის რჩენა ძალიან ძვირი ჯდება. თუკი ვინმეს წარმოუდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილს იმის რესურსები აქვს, თავისი ჯიბიდან არჩინოს
თავისი ეს ხუნტა, რომელიც ხელისუფლებაში ჰყავს მოყვანილი, ძალიან ცდება. თვითონაც პრობლემა უდგას, ათას დავაშია გახლართული. სწორედ ამიტომაა, რომ ფულის გამო ყველაფერზე მიდის ეს ხელისუფლება.
აქ რაღაცა მოპარული ფულის გადანაწილების პროცესი მიდის. ჩვენ როცა ვსაუბრობდით 20-25 გავლენიან ოჯახზე, დიახ, დღეს ეს ოჯახები არიან დღეს ერთმანეთთან დაპირისპირებულები და სწორედ ამ ქრონიკას ვადევნებთ თვალს. ეს მოაქვს ზუსტად ს მართვის მოდელს და ამ მოდელში, თუ ვინმეს ჰგონია, რომ სადამსჯელო ინსტრუმენტი იქნება მდინარაძე, ან კობახიძე ძალიან ცდება, იმიტომ რომ მათაც სერიოზული გამოწვევები ელოდებათ წინ,“ – განაცხადა სიჭინავამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსი ასევე „სადგურის მოედანზე“ მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რა დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა და განაცხადა, რომ „სიკვდილი ქალაქში დადის“ და „ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ“.
მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევა არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაულია და არა გულგრილობა.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და ეს არ არის უბედური შემთხვევა, როგორც ცდილობს ხოლმე „ოცნების“ ხელისუფლება ეს ამბავი შემოგვასაღოს. წარმოუდგენელია უბრალოდ, სიკვდილი დადის ქალაქში, რომელიც პირდაპირი ფორმით, ადამიანს, რომლისთვისაც ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო, თავში ეცემა. იმ ავარიულ კორპუსზეა საუბარი, რომელზეც მოქალაქეები მრავალჯერ რეკავდნენ მერიაში და ზუსტად იცოდნენ მისი ავარიული მდგომარეობის შესახებ. გულგრილობაც კი არ ჰქვია ამას. ეს არის პირდაპირი ფორმით, არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული, როდესაც ასეთი შედეგის გარდაუვალობას უშვებ შენი მოქმედებით. აქ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ. სამართლებრივთან ერთად არის მორალური პასუხისმგებლობის ამბავი. ორი ადამიანი გუშინ ქუჩაში იყო და სიკვდილი დაეცა თავში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ თვალი დახუჭა, ვიღაცამ თავისი გასაკეთებელი არ გააკეთა და ესენი გამოდიან და პოლიტიკურად ლაყბობენ. არ მინდა რაღაც საკითხებს დავაკავშირო, მაგრამ ეს არის მუნიციპალური საკითხები და არ შეიძლება ასეთი ხელისუფლება დავტოვოთ მუნიციპალურ დონეზე. ყველა ჩვენი რესურსი არ უნდა მივართვათ ხონჩით ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალიან დიდი სურვილი აქვს. ამიტომ ჩვენ ყველა ბრძოლის ხაზს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „სიკვდილის ქალაქი“ ნამდვილად „სიცოცხლის ქალაქად“ იქცეს,“ – განაცხადა სიჭინავამ.