ბენი განცის განცხადებით, თუ „ჰამასი“ მძევლებს 10 მარტამდე არ დააბრუნებს, ისრაელი რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყებს

ს ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ თუ „ჰამასი“ ღაზაში მყოფ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
”მსოფლიომ უნდა იცოდეს და „ჰამასის“ ლიდერებმა უნდა იცოდნენ – თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ იქნებიან, ბრძოლები გაგრძელდება ყველგან, რაფაჰის ტერიტორიების ჩათვლით”, – აღნიშნა განცმა.
მისი განმარტებით, ისრაელი იმოქმედებს კოორდინირებულად, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
BBC-ი წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა განაცხადა, როდის შეიძლება მისი ჯარები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქში შევიდნენ, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს და ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც რაფაჰში ასეთი ოპერაციის დაწყების მიმართ გლობალური წინააღმდეგობა იზრდება.