მძევლების ოჯახებს – პატიებას გთხოვთ – “ჰამასს“ ძალიან ძვირად დაუჯდება მათი სიკვდილი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, უარყოფს როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო კრიტიკას, რომ ის არის პასუხისმგებელი მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დაბლოკვაზე და აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევის გაჭიანურებასა და მძევლების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “ჰამასს” ეკისრება.
„ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათი გამოყვანა. ძალიან ახლოს ვიყავით. ეს საშინელებაა, მაგრამ ეს მოხდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ „ჰამასს“ არ სურთ შეთანხმება. მე ვეძებ ყველა საშუალებას მათ სახლში დასაბრუნებლად,” – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერმა დაღუპული მძევლების ოჯახებს მოუბოდიშა.
„ოჯახებს ვუთხარი და გავიმეორებ : პატიებას გთხოვთ იმის გამო, რომ ვერ მოვახერხეთ ცოცხლების დაბრუნება. ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ“, – განაცხადა ჰეთანიაჰუმ და დასძინა, რომ „ჰამასს“ ძალიან ძვირად დაუჯდება მათი სიკვდილი.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ომის მიზნებია „ჰამასის“ განადგურება, ყველა მძევლის დაბრუნება, იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის და ჩრდილოეთ საზღვართან მცხოვრებლების თავიანთ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება.
ნეთანიაჰუს მტკიცებით, ომის ამ მიზნებიდან სამი ერთ ადგილას -ფილადელფის დერეფანზე – გადის. „ეს არის ჰამასის მილსადენი ჟანგბადისა და გადაიარაღებისთვის“, – დასძინა პრემიერმა.
”ბოროტების ღერძს სჭირდება ფილადელფის ღერძი,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისრაელის მიერ ფილადელფის კონტროლი მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)