ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ

აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ – გავაგრძელებთ პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებაშია აღნიშნული.
„იმ შენიშვნების ფონზე, რომელიც ბოლო დროს გაისმა საერთაშორისო საზოგადოებაში ისრაელისთვის პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარების თავს მოხვევის მცდელობის შესახებ, დღეს მთავრობას დასამტკიცებლად წარვუდგენ ამ საკითხზე დეკლარაციულ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მიიღებს ძალიან ფართო მხარდაჭერას. ისრაელი აბსოლუტურად უარყოფს საერთაშორისო დიქტატს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ. ასეთი შეთანხმება მიიღწევა მხოლოდ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებით, წინაპირობების გარეშე. ისრაელი გააგრძელებს პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარებისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
ისრაელის პრემიერი მიიჩნევს, რომ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ასეთი აღიარება მიანიჭებს უზარმაზარ და უპრეცედენტო ჯილდოს ტერორიზმს და ხელს შეუშლის რაიმე სამშვიდობო შეთანხმებას მომავალში.

ასევე დაგაინტერესებთ