ბატონი არესტოვიჩის განცხადება არასერიოზულია, მხოლოდ პრორუსულ ძალებს კვებავს – დავით ხაჯიშვილი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველის, ს განცხადებები თბილისში, დილიდან, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
“დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს – მიზანი გასაგებია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია,”- აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, რომელმაც ასევე თქვა, რომ სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი არ იყო ცუდი. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ არესტოვიჩის რიტორიკა არასწორია, რადგან ის რუსულ პროპაგანდას ეხმარება.
„ეს ადამიანი ჩაერთო ჯერ არარსებულ წინასაარჩევნო პროცესში და ამის გამო ხდება ეს განცხადებები. ის ფურცელი, რომელსაც აწერს ხელს რუსეთი რომელიმე ხელშეკრულებას, ის ფურცელიც კი არ ღირს იმ ხელშეკრულებად. არ შეიძლება დაიჯერო რუსეთის არც ერთი დანაპირები, ამიტომ ვფიქრობ, რომ მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბატონი არესტოვიჩის განცხადება არასერიოზულია, კვებავს მხოლოდ პრორუსულ ძალებს,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ახალგაზრდების დანახვა იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც ცოდვის კალო დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში იწვევს მიუღებლობას არა ახალგაზრდების, არამედ პროცესის მიმართ, რომელშიც ისინი ჩართულები არიან

16-17 დეკემბერი არის ის თარიღები, როდესაც ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა, გარკვეულწილად ამის და 100-ჯერ სერიოზული სასჯელის პრევენცია მოვახერხეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ მივიღეთ წინსწრებით

მამუკა მდინარაძე “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ვის აწყობდა და შედეგი რაც დაიდო, ამით ვინ მიიღო პოლიტიკური საკვები? – “ნაცების” ტელევიზიას თუ დავუჯერებთ, ყველა აქტორი “ნაცია”