“ბარსელონა” კვარაცხელიას სანაცვლოდ ამ 2 ფეხბურთელს გაწირავს?! – რას წერენ კვარას მომავალზე

· 1
“ნაპოლი” ამ სეზონში დიდ კრიზისშია, ხოლო გუნდის ვარსკვლავების სხვა გუნდებში გადასვლაზე უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება.
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლურ გუნდს დატოვებს, ხოლო ასევე წასვლის ერთ-ერთი პრეტენდენტია.
Football Transfers იტყობინება, რომ კვარაცხელიას გადაბირება კატალონიის “ბარსელონას” სურს. ბუნებრივია, “ბლაუგრანას” ქართველის ტრანსფერი იაფი არ დაუჯდება, ამიტომ ტრანსფერისთვის სახსრები მოსაძიებელი იქნება.
როგორც ირკვევა, “ბარსელონა” განიხილავს ფერან ტორესი და რაფინია გაყიდოს, ხოლო ფული კვარაცხელიას ტრანსფერს მოახმაროს. ჯერჯერობით, ამ შესაძლო ტრანსფერზე სხვა კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა.