“ბარსელონამ” “კადისს” მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლა ლიგის 31-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „კადისი“ ჟოაო ფელიქსის ლამაზი გოლით 1:0 დაამარცხა.
„ბარსელონა“ 70 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „რეალს“ კვლავ 8 ქულით ჩამორჩება და შემდეგ შეხვედრას 16 აპრილს, საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან გამართავს.
კადისი – ბარსელონა 0:1
გოლი: ფელიქსი (37)