ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამად იუნუსი უხელმძღვანელებს ბანგლადეშის დროებით მთავრობას, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ ქვეყანა დატოვა მასშტაბური ამბოხების პირობებში – რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა და სამხრეთ აზიის ეს სახელმწიფო ქაოსის პირას მიიყვანა.
ეს გადაწყვეტილება 7 აგვისტოს, დილით გამოაცხადა ჯოინალ აბედინმა, ქვეყნის ნომინალური პრეზიდენტის, მოჰამად შაჰაბუდინის პრესმდივანმა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო ხელმძღვანელები, სტუდენტთა აქციების ორგანიზატორები – რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჰასინას განდევნაში ხელისუფლებიდან – ბიზნესის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
ვრცლად www.radiotavisupleba.ge – ზე
