ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია ისევ შეჩერდა – დეტალები

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია დროებით შეწყდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ზვავში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე გააგრძელებენ. ადგილზე იმყოფება -ს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც, რომელმაც სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დიტო გოგოლაძეს ეძებენ.
შეგახსენებთ, დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილ კაცს მეორე დღეა ეძებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს