“ბაიერი” თუ “ბაიერნი”? – მოურინიომ გერმანულის სწავლა დაიწყო

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს ბუნდესლიგაში დასაქმების იმედი აქვს და ამიტომ გერმანული ენის შესწავლა დაიწყო.
პორტუგალიელის მიზანი მიუნხენის “ბაიერნში” მუშაობაა. “რეკორდმაისტერის” ამჟამინდელ თავკაც ტომას ტუხელს სეზონის ბოლოს “ალიანს არენადან” აბარგებას უწინასწარმეტყველებენ, რადგან არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს.
მეორეს მხრივ, “ბაიერნმა” შესაძლოა, ჩაბი ალონსო მიიწვიოს, რომელიც ამჟამად “ლევერკუზენს” ავარჯიშებს და ამ შემთხვევაში ვაკანტური “ფარმაცევტთა” მესაჭის პოსტი რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე უარს არც ამ სამსახურზეა.