ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს თვითმფრინავებით მიაწვდის სურსათს

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში სურსათს აშშ-ის თვითმფრინავები ჩაიტანენ. პირველი რეისი უკვე ამ შაბათ-კვირას უნდა განხორციელდეს.
„უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და აშშ უფრო მეტს გააკეთებს“, – თქვა ბაიდენმა. ის თვლის, რომ ახლა ღაზაში საკმარისი დახმარება არ შედის. მისი თქმით, აშშ განიხილავს ასევე პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად საზღვაო დერეფნის გაკეთებას. უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა, მ დააზუსტა, რომ პირველი პარტია სურსათისა იქნება სამხედროთათვის განკუთვნილი მშრალი, მოხმარებისთვის მზა საკვები. კირბიმ ასევე თქვა, რომ საჰაერო გზით სურსათის მიწოდება „მუდმივი ღონისძიება“ იქნება და მას მხარს უჭერს.
ადრე საჰაერო გზით სურსათი ღაზის სექტორში ჩაიტანეს იორმ და საფრანგეთმა. რამდენიმე დღით ადრე გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამამ განაცხადა, რომ ღაზაში სურსათის შეტანას წყვეტს მაროდიორობის და პროგრამის თანამშრომლებზე პალესტინელების მხრიდან თავდასხმის გამო. გაეროს მონაცემებით, ღაზის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი, 570 ათასი ადამიანი, შიმშილობის ზღვარზეა.
აშშ-ისა და გაეროს მოხელეები, რომლებსაც Reuters-ი ესაუბრა, თვლიან, რომ საჰაერო გზით სურსათის შეტანა ღაზაში პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან დახმარება შეიძლება მოხვდეს ჰამასის (აშშ- სა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფება) ხელში, რომელიც სექტორს აკონტროლებს, და ლაპარაკობენ სახმელეთო დერეფნების გახსნის აუცილებლობაზე.
აშშ და სხვა ქვეყნები მოელიან, რომ ღაზის სექტორისთვის დახმარების მოცულობის გაზრდა შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, რაც, ბადენის თქმით, 10 მარტამდე უნდა დაიწყოს.
ისრაელმა სამხედრო მოქმედება ღაზის სექტორში დაიწყო 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ. ღაზაში ისრაელის არმიის ქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა.
7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის და სხვა დაჯგუფებების მეომრების შეჭრისას 1200 ადამიანი დაიღუპა, მძევლად აიყვანეს 240-ზე მეტი პირი.
ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობა იძულებული იყო გადაადგილებულიყო, მკვეთრად შემცირდა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. საერთაშორისო სააგენტოები გამოთქვამენ გაფრთხილებას, რომ ღაზა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, არის შიმშილის და ეპიდემიის საშიშროება.