ს საზღვაო აკადემიის შენობიდან სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით მივიდნენ და რექტორთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობიდან სტუდენტები ს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მსვლელობით გადაინაცვლეს და უნივერსიტეტის რექტორ მერაბ ხალვაშთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი თქმით, აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტებს სურს, რომ მერაბ ხალვაშისგან პოზიცია მოისმინონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონპროექტთან დაკავშირებით.
„ახლა ჩვენ ვეცდებით, რექტორთან შესვლას. ვითხოვთ პოზიციის დაფიქსირებას. ყველამ ერთად ვუთხართ რას ფიქრობენ მისი სტუდენტები. აქ ვიმყოფებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია. საქართველოს გაუმარჯოს”, – განაცხადეს აქციაზე მყოფმა სტუდენტებმა.
აქციაზე ისმის შეძახილები “არა რუსულ კანონს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ