ბათუმის “დინამომ” 25 წლის უკრაინელი მცველი დაიმატა

ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ს “დინამომ” გვაუწყა, რომ კლუბის რიგებს 25 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი იევჰენი ჩაჰოვეცი შეუერთდა.
ის ბოლოს ლიეტუვის უმაღლესი ლიგის “რიტერიაეშში” თამაშობდა, სადაც 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა და დაქვეითდა.
ჩაჰოვეცი კარიერას დონეცკის “შახტარის” ახალგაზრდულ გუნდში იწყებდა, რის შემდეგაც იყო ბელარუსული “მინსკი” და ყაზახური “ორდაბასი”.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “დინამო” 27 წლის მცველმა გრიგოლ ჩაბრაძემ დატოვა, რომელიც ირანის ისპაჰანის “ზობ აჰანში” გადავიდა.
დილაში ქვა ქვაზე არ დატოვეს და ფეხბურთელი,მწვრთნელი,ბალახის მკრეჭავი,მასაჟისტი და დამლაგებელი და მოიყვანდნენ სხვა ქვეყნიდან აბა რა იქნებოდა.
Გინდა დამიჯერეთ და გინდა არა ეხლა თელავის ლეგიონერებზე უჭირავთ ამათ თვალი.ხოდა თელაველები უნდა გაფრთხილდნენ თუ ვინმე მსხლის ფორმის ტანიანი თვალებდაჭყეტილი დაინახეს თელავის გუნდთან სიახლოვეს ეგრევე მიიღონ ზომები.განსაკუთრებით გაფრთხილდნენ როცა ბათუმის გორის დილასთან ექნებათ თამაში.
Ისე ერთი ამხანაგური მოგეგოთ წამლად რა იქნებოდა?
· შინი.GE
· მარაო