„ახალ კალედონიაში, არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა“ – Associated Press

ახალ კალედონიაში, არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი საფრანგეთის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის უსაფრთხოების ძალების ცნობით, ახალ კალედონიაში შეიარაღებული შეტაკებების შედეგად მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე მეექვსე ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი მძიმედ დაშავდა.
ცნობისთვის, ახალ კალედონიაში საპროტესტო აქციები საარჩევნო კანონის საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში მცხოვრებ მოსახლეობას არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. არეულობის შედეგად მიმდინარე კვირის დასაწყისში ორი პოლიციელი და სამი ადგილობრივი დაიღუპა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ოთხშაბათს ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.