ახალგაზრდები ქმნიან ახალ, თანამედროვე, ევროპულ საქართველოს – ლანა ღოღობერიძე

კინორეჟისორი, :
ახალგაზრდები ქმნიან ახალ საქართველოს, თანამედროვე, ევროპულ საქართველოს, ის იბადება ჩვენ თვალწინ, დღესაც ამას ვხედავდი ამ ახალგაზრდების თვალებში, მათ გამომეტყველებაში, მათ უნარში, იყვნენ მტკიცე, ძლიერი და ამავე დროს მშვიდობიანი, რაც მთავარია მხიარულები. არჩევნებზე საბოლოოდ გადაწყდება ქვეყნის ბედი, საით მიდის საქართველო – ევროპული, ცივილიზებული, თანამედროვე, დღევანდელობისკენ, იქეთკენ, საითაც უნდა მიდიოდეს ყველა ჭეშმარიტი, ასეთი დიდი ისტორიის მქონე, დემოკრატიისკენ მიდრეკილი ერი, თუ პირიქით, შეიძლება დავუბრუნდეთ საბჭოთა კავშირს.