აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმში რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ქალაქ ს მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას ასფალტის საფარით.
რუსთაველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად განახლდება სანიაღვრე და ენერგოინფრასტრუქტურა, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოები, რომელსაც რამდენიმე კომპანია ინტენსიური დატვირთვით ასრულებს, უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოში თურქი მესხების დაბრუნების თემა უმეტესად სტრატეგიული საკითხია, რომელსაც ქვეყანა ათწლეულებია თავს არიდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამან შესაძლოა შიდა უსაფრთხოება შეარყიოს თუ პროცესი უკონტროლოდ ან გარე გავლენებით წარიმართება