აჭარაში 2020-2021 წლებში დაწყებულ სამშენებლო პროექტებში 60% მთლიანად გაყიდულია

აჭარაში 2020-2021 წლებში დაწყებულ სამშენებლო პროექტებში 60% მთლიანად გაყიდულია
აჭარაში 2020-2021 წლებში დაწყებულ სამშენებლო პროექტებში 60% მთლიანად გაყიდულია.
Galt & Taggart-ის რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, აპრილში 5 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარეს, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები აჭარაში აქვთ.
„შედეგებზე დაყრდნობით, 2018-19 წლებში დაწყებული უძრავი ქონების პროექტებში არსებული ბინებიდან მხოლოდ 20%-ია გაუყიდავი, ხოლო 2020-21 წლებში დაწყებულ პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად გაყიდულია“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
კვლევამ აჩვენა, რომ აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 2023-24 წლებში საქართველოს მოქალაქეები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო სა და ს მოქალაქეებს 24% და 6%იანი წილები ეკავათ. გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავდა მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
„ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის ზრდა თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში მოხდა. ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი“, – ნათქვამია მიმოხილვაში.